ნომრის პორტირება mobineX-ის ქსელში
პორტირების პროცედურა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ჩვენი მომსახურება არსებული მობილური ნომრის შენარჩუნებით.
ამისთვის საჭიროა არსებულ ოპერატორთან პორტირების ინიცირება ე.წ PAC კოდის მოთხოვნით.
PAC კოდის მისაღებად SMS-ის სახით გააგზავნეთ სიტყვა - PAC - ნომერზე - 65075.
შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მიმდინარე მობილური პროვაიდერისგან მიიღებთ ერთჯერად კოდს ავტომატურ მესიჯით, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში.
mobineX-ის ქსელში პორტირება შესაძლებელია 2 გზით:
1. დისტანციურად - ჩვენს ვებ-გვერდზე
· პორტირებისთვის უნდა დააჭირთ ღილაკს ,,შემოგვიერთდი“
· ღილაკის დაჭერის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც შესაბამის ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი ამჟამინდელი მობილურის ნომერი, PAC კოდი და დააჭიროთ ღილაკს ,,გაგრძელება“
· აირჩიოთ სასურველი მობილური პაკეტი და დააჭიროთ ღილაკს ,,გაგრძელება“
· ამის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც გვაქვს 2 ოფცია: SIM ბარათის მიღება საკურიერო სერვისით ან SIM ბარათის აღება ჩვენი მომსახურების წერტილებიდან
· საკურიერო მომსახურების არჩევის შემთხვევაში აუცილებელია, ზუსტი ლოკაციის მითითება, სადაც გსურთ SIM ბარათის მიღება
· სავალდებულო ველების შევსების შემდეგ გადახვალთ გადახდის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ იმ საბანკო ბარათის მონაცემები, რომლითაც გსურთ ანგარიშსწორება და მიჰყვეთ ინსტრუქციას
იმ შემთხვევაში თუ პორტირებისას აირჩევთ საკურიერო მომსახურებას, ანგარიშსწორების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ დააზუსტებს მითითებულ მისამართს და გამოგზავნის SIM ბარათს.
SIM ბარათის მიღების შემდეგ აუცილებელია ნომრის აქტივაცია ჩვენი ვებ გვერდიდად.
კერძოდ, მობილურ ტელეფონში SIM ბარათის ჩადების შემდეგ ნომრის აქტივაციის გვერდზე შესაბამის ველში უნდა ჩაწეროთ SIM ბარათზე დატანილი ნომერი, დააჭიროთ ღილაკს ,,ნომრის გააქტიურება“, რის შემდეგაც ამავე გვერდზე უნდა ჩაწეროთ ვერიფიკაციისთვის საჭირო ერთჯერადი კოდი, რომელსაც მიიღებთ mobineX-ის ნომრზე SMS-ის სახით.
2. ფიზიკურად INTELIEXPRESS-ის ფილიალებში
INTELIEXPRESS-ის ფილიალები mobineX-ისთვის ძირითადი მომსახურების წერტილებს წარმოადგენს, სადაც ოპერატორები დაგეხმარებიან არა მარტო პორტირებაში, არამედ სხვა დანარჩენ ოპერაციებშიც, რაც ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ, იქნება ეს ახალი SIM ბარათის რეგისტრაცია, მობილური პაკეტების შეძენა, SIM ბარათის მოწყობილობაში მოთავსება და სხვა...
ამ ეტაპზე მომსახურების წერტილები გვაქვს შემდეგ ლოკაციებზე:
3 Station Place, Finsbury Park,
London, N4 2DH
Mo-Sat: 10:00-20:00; Sun; 10:00-19:00
58 Uxbridge road, Sheperd's bush,
London, W12 8LP
Monday to Friday 09:30-19:30 Saturday and Sunday 10:00-18:00
158/158A The Grove, Stratford,
London, E15 1NS
Monday to Friday 09:00-20:00 Saturday and Sunday 10:00-18:00
გაითვალისწინეთ, პორტირების პროცესის დასასრულებლად თქვენი მხრიდან საჭიროა, PAC კოდი და სასურველი მობილური პაკეტის შეძენა.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ მობილური პაკეტის ფარგლებში უფასოდ გააგზავნოთ SMS-ები და დარეკოთ ქართულ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე, გააქტიურებული უნდა გქონდეს inexPHONE-ის მობილური აპლიკაცია. მობილური აპლიკაციის აქტივაციაშიც ოპერატორი დაგეხმარებათ ადგილზევე.