mobineX - პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენს შესახებ

🔴 mobineX–ი არის სტარტაპ კომპანია, რომელიც სავსეა ახალი იდეებით, დიდი მიზნებითა და გეგმებით. 🤟 მოკლედ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ საშუალება მოგვცა, რომ დიდ ბრიტანეთში შეგვექმნა ვირტუალური მობილური ოპერატორი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მობილურ მომსახურებას, როგორიცაა ზარები, SMS-ები და მობილური ინტერნეტი. 🤙 2023 წელს ჩვენმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო ოპერირება და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ mobineX - წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩვენი მისია

ჩვენი ხედვით, სამყაროში შესაძლებელია არსებული მოცემულობის სხვა პრიზმით დანახვა და მშრალი ფუნქციურად გამართული მექანიზმისთვის ახალი სახელის დარქმევა, შინაარსისა და ემოციის მიმატება, რაც თავის მხრივ ახალი სასიამოვნო გამოცდილების მომტანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს ტრადიციული სერვისებისა და მომსახურების მიღების ახლებურად დანახვისა და ემოციური მნიშვნელობის მინიჭების შესაძლებლობა და მთავრი – ვაგრძნობინოთ, რომ საზღვრები არ არსებობს. mobineX – საზღვრებს მაღლა.

ჩვენი პარტნიორები