ჩვენი სერვისები

ჩვენ ვართ პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ სრულყოფილი მობილური სატელეფონო მომსახურება და შევთავაზოთ დამატებითი ბენეფიტები.

ზარები

mobineX გთავაზობთ სრულყოფილ სატელეფონო სერვისს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ და მიიღონ ადგილობრივი და გლობალური ზარები ნებისმიერი ქვეყნიდან ან ოპერატორიდან. ჩვენი სერვისი მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას.


ჩვენი ულიმიტო პაკეტებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ ადგილობრივი ზარები შეუზღუდავად და  გლობალური ზარები, კონკურენტულ ფასად.


ჩვენი სერვისი და მომსახურება უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას.

SMS

mobineX საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს შეუფერხებლად გააგზავნონ და მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ადგილობრივ და გლობალურ ოპერატორებთან. ჩვენი სერვისების საშულებით ჩვენს აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ კონტაქტებს SMS–ების საშუალებით.


ჩვენი ულიმიტო პაკეტით სარგებლობისას, შესაძლებელია SMS–ების გაგზავნა ლოკალურ ოპერატორებთან შეუზღუდავი რაოდენობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იყვნენ მუდმივ კავშირში მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან.


mobineX გაძლევთ სანდო, ეფექტურ და ეკომონიურ SMS მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს საკომუნიკაციო საჭიროებებს. 

მობილური ინტერნეტი

mobineX მომხმარებლებს სთავაზობს მობილური ინტერნეტის სერვისს. სანდო საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საიმედო და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტის მიწოდებას. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ უწყვეტი, მაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტი.


მობილური ინტერნეტის მეგაბაიტების მოცულობა დამოკიდებულია პაკეტის ტიპზე. ჩვენი პაკეტები მოიცავს სხვადასხვა რაოდენობის მობილურ ინტერნეტს. პაკეტის ღირებულება დამოკიდებულია მობილური ინტერნეტის მოცულობაზე.


mobineX–ის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი და ხელმისაწვდომი მობილური ინტერნეტით. 

ეკოსისტემა - აღმოაჩინეთ ექსკლუზიური უპირატესობები და სერვისები

Mobinex-ში ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. 17 წელზე მეტი  გლობალური გამოცდილებით სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტელეკომუნიკაციების, ფინანსური სერვისების, საფოსტო ქსელების, ტურიზმის და სხვა სფეროებში, ჩვენი მრავალფეროვანი ჰოლდინგი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს აბონენტებს ექსკლუზიური სარგებელი ჩვენი შვილობილი კომპანიებისგან.


Mobinex-ის აბონენტი, ავტომატურად მიიღებს წვდომას ჩვენს ეკოსისტემაზე, რაც აძევს საშუალებას ისარგებლოს ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიური ტარიფებითა და მომსახურებით. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ და გავამარტივოთ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ცხოვრება მათ უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებით.


mobinex-ის აბონენტს საჩუქრად, ვთავაზობთ inexPHONE აპლიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევთ შეუზღუდავი ზარები განახორციელონ მთელს მსოფლიოს მასშტაბით ფასდაკლებულ ფასად. გარდა ამისა, ჩვენი აბონენტები იღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს Inex Group-ის სერვისებზე და სარგებლობენ სპეციალური ფასებით Intelexpress-ით ფულადი გზავნილების განხორციელებისას.