გაქვთ შეკითხვები

იპოვეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე


  • ამ ეტაპზე ონლაინ პორტირება შეუძლებელია, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ პორტირების ინიცირებისა და ჩვენს ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სრულიად დისტანციურად – ონლაინ. 

  • ნომრის შესანარჩუნებლად თქვენ უნდა დაიწყოთ mobineX–ში პორტირების პროცესი. ასეთ დროს, თქვენ შეგინარჩუნდებათ მიმდინარე ტელეფონის ნომერი, თუმცა იქნებით mobineX–ის აბონენტი და ისარგებლებთ ჩვენი სერვისებითა და მომსახურებით.

  • PAC კოდის მოთხოვნა და მიღება სრულიად უფასოა.

  • თუ თქვენ მიმდინარე ოპერატორთან არ გიფიქსირდებათ დავალიანება, ჩვენ რამდენიმე წუთში გარეგისტრირებთ mobineX–ის აბონენტად. უშუალოდ პორტირების ტექნიკური ვადა არის 2 დღე.

  • PAC კოდის მისაღებად დასაპორტირებელი ნომრიდან SMS-ის სახით უნდა გააგზავნოთ სიტყვა - PAC- ნომერზე - 65075

  • PAC - PORTING AUTHORISATION CODE – არის კოდი, რომლის გაგზავნის შემდეგ, მიმდინარე ოპერატორი გიბრუნებთ ინფორმაციას თქვენი არსებული, მიმდინარე ვალდებულებების შესახებ. თუ მიმდინარე ოპერატორთან არ გიფიქსირდებათ დავალიანება თქვენ დაუყოვნებლივ იწყებთ mobineX–ში პორტირების პროცესს.

  • პორტირების პროცესის დასაწყებად, პირველ რიგში მიმდინარე ოპერატორისგან უნდა გამოითხოვოთ PAC - PORTING AUTHORISATION CODE - კოდი. დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქსელის აბონენტი დასაპორტირებელი ნომრიდან SMS-ის სახით აგზავნის სიტყვას - PAC- ნომერზე - 65075.
    ამის  შემდეგ ის მიმდინარე ოპერატორისგან იღებთ ავტომატურ  მესიჯს, რომელშიც ან თავიდანვე დატანილი იქნება PAC კოდი - შემთხვევით შერჩეული ციფრების კომბინაციაა ძირითადად ან იდიენტიფიცირებისთვის დამატებითი დეტალების გაგზავნას მოსთხოვეს REPLY-ს ფუნქციიით, როგორიცაა მაგალითად დაბადების თარიღი.

    PAC კოდის წარდგენის შემდეგ იწყება რეგისტრაცია mobineX–ის პროგრამაში და გადმოგეცემათ სიმ ბარათი. პორტირების პროცედურის ვადა განისაზღვრება განაცხადის დაფიქსირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. პორტირების დასრულების შემდეგ თქვენ ააქტიურებთ mobineX–ის ნომერს და იწყებთ ჩვენი ქსელის გამოყენებას.

  • პორტირება ამ ეტაპზე შესაძლებელია ჩვენი ფილიალებიდან. სამომავლოდ, პორტირების პროცესის გავლა შესაძლებელი იქნება სრულიად დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

თუ ვერ იპოვეთ პასუხი დაგვიკავშირდით