mobineX – პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა

“mobineX – პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა”

პოპულარული სიახლეები

2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა კომპანია mobineX-ის გახსნის ღონისძიება. mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები. 

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას“ - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.


mobineX–ი მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი. კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი. 

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები - Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია - InexPHONE და ღვინის კომპანია – გიუაანი.   

“ვფიქრობ mobineX–ის გაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიისთვის, ისე საქართველოს ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. მჯერა mobineX–ის წარმატების და ვიმედოვნებ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც შევძლებთ მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას“ – mobineX–ის თანადამფუძნებელი რატი ახლედიანი.