“როგორ არის დაკავშირებული mobineX და Inex Group-ი”

სხვა სიახლეები
20.03.2023

 

Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

 

Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

 

Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

 

Inex Group-ი თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

რადგან Inex Group –ი ჩვენი ჰოლდინგის წევრი კომპანიაა, მასთან ერთად ჩვენ, mobineX–ის მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებეს საქართველოს მიმართულებით ამანათების გაგზავნაზე, რაც ცხადია დამატებითი უპირატესობაა ჩვენი აბონენტებისთვის.