mobineX – პირველი ქართული მობილური ოპერატორია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. mobineX–ი დიდ ბრიტანეთში საზოგადოებას აწვდის მაღალი ხარისხის მობილურ საკომუნიკაციო სერვისებს.
mobineX– ი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართულ დიასპორას დიდ ბრიტანეთში და სწორედ მათ სთავაზობს განსაკურებულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. mobineXის მიზანია დააკმაყოფილოს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სტუდენტების, ემიგრანტებისა თუ დიასპორის სხვა წარმომადგენლების საკომუნიკაციო სპეციფიკური საჭიროებები.
როგორც MVNO, mobineX–ი იყენებს დიდ ბრიტანეთში ცნობილი დიდი მობილური ქსელის – EE–ის ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი სატელეფონო მომსახურების მიწოდებას. mobineX-ი სრული გაშვების დროს, მომხმარებლებს შესთავაზებს მარტივი ვებ–გვერდის გამოყენებას, რომლის საშუალებითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მარტივად მართონ ანგარიშები, შეავსონ ბალანსი, შეიძნონ პაკეტები და აკონტროლონ მიმდინარე მონაცემები.
„ჩვენი პაკეტები შექმნილია ჩვენი მომხმარებლების სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მათთის მთავარი საჭიროებაა, სრულყოფილი სატელეფონო მომსახურების მიღება და დამატებით ისეთი სერვისების მიღება როგორებიცაა – ზარები საქართველოში, ფასდაკლება ჩვენს პარტნიორ კომპანიებში – ამანათების გაგზავნისა თუ ფულადი გზვანილებისა.“ – აცხადებს კომპანიის CEO რატი ახვლედიანი.